Digest Logo

აღნიშნავენ თუ არა „რიონის ხეობის მცველები“ დიდგორობას?

1628755244
რიონის ხეობის მცველების ლიდერი მარიტა მუსელიანი Digest.ge

12 აგვისტოს საქართველოში დიდგორობა აღინიშნება. აპირებენ თუ არა „რიონის ხეობის მცველები“ დიდგორობის აღნიშვნას და დღესასწაულზე დასწრებას, ამ კითხვით „დაიჯესტი“ „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთ წარმომადგენელს მარიტა მუსელიანს დაუკავშირდა.

მარიტა მუსელიანი მიიჩნევს, რომ ამ კითხვის დასმით „რიონის ხეობის მცველების“ ქსენოფობიის ჩვენებაა ჩაფიქრებული, რის გამოც კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში დიდგორობა აღინიშნება, რომელიც 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად იმართება.