Digest Logo

„აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციისგან არ არის“ - შსს საზოგადოებას აფრთხილებს

1779458393
შეტყობინებები

საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის სახელით მოქალაქეების ნაწილს შეტყობინებები ეგზავნება, რომ თითქოს ისინი საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის, კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ახლავს ბმულიც.

მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი, მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს. ასევე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ“, - აცხადებენ შსს-ში.