ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა, ამის მიზეზი კი მისი გასაოცარი თამაშია. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 8 გოლსა და 10 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ხვიჩას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ ვინ არის მისი საფეხბურთო კუმირი და რატომ აირჩია მან 77 ნომერი, პასუხი კი კრიშტიანუ რონალდუ აღმოჩნდა.
„ჩემი ინსპირაცია კრიშტიანუ რონალდუა, მის გამო მომწონს მარცხენა ფლანგზე თამაში. ციფრი 7 ჩემი ფავორიტია. კლუბში ეს ნომერი თავისუფალი არ იყო, ამიტომაც 77 ავირჩიე, რაც ორმაგ იღბალს მომიტანს“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც...“ - რას წერს თენგიზ ცერცვაძე
წყარო: footballnews.ge