Digest Logo

🎥 „ახალი თაობა, რომ უსმენს ქართულ სიმღერას ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მათ მშობლებს...“ - ჯგუფ „ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე

1737985936
გიორგი ძოწენიძე

„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე მამა უკვე მეორედ ცოტა ხნის წინ გახდა – მას და მის მეუღლეს მია მაჩაბელს ბიჭი შეეძინათ. ახალშობილს ანდრია დაარქვეს.

გიორგი ძოწენიძე ამჯერად სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა, სადაც პროექტზე „მიმღერე“ ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავად გახლავთ:

„ახალი თაობის მშობლებს, ბებიებს ბაბუებს დედებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ბავშვები ქართულ სიმღერას უსმენენ და მოზარდებს აყვარებენ. მივიღე თუ არა ამ პროექტიდან შემოთავაზება, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი მიზანიც ეს არის, რომ ქართული სიმღერის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ვისაც პატარა წვლილი მაინც მიუძღვის პროექტის შექმნაში. ეკრანიდან ეს ყველაფერი საოცარია, თუმცა ამ ოჯახებთან ურთიერთობა, ვინც პროექტში იღებს მონაწილეობას უფრო მეტად სასიხარულოა.

როდესაც შემოთავაზება მივიღე თვიდან დედაჩემს გაუჭირდა, ორჭოფობდა. დედაჩემი არის ადამიანი, რომლისთვისაც უფრო კომფორტულია კულისებში ყოფნა, ვიდრე სცენაზე. პირველი მუსიკალური ბგერები, პირველი აკორდები დედაჩემთან ერთად ავიღე და მან მასწავლა. ახლა უკვე ბედნიერია, რადგან მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა“, - ამბობს გიორგი ძოწენიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა

🎥 „ეს წელიწადი გადაატრიალებს ყველაფერს...“ - მარიამ ციმინტია ენერგეტიკული წმენდის ახალ მეთოდებს გვიზიარებს

🎥 „სულ ამბობდა ნინოობას ვარ დაბადებული და მზია მქვიაო“ - მზია კვირიკაშვილი 76 წლის გახდებოდა, „სიცილის დედოფალს“ მეგობრები იხსენებენ