„ყოველთვის ვკვდებოდით სიმართლისათვის, უსამართლობას ვერ მოვითმენთ, ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ. ქუჩაში სირბილით არაფერი არ გამოვა“, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.
ლოცვის დასრულების შემდეგ კი, მეუფე იაკობმა მრევლს მიმართა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილა.
„ეს საქართველოა, ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს. ყოველთვის ვკვდებოდით სიმართლისათვის, უსამართლობას ვერ მოვითმენთ, ერთმანეთს როგორც ვექცევით არ შეიძლება. დიდ შერიგებაზე რამდენს ვლაპარაკობთ ამას არასდროს აშუქებენ, მერე გამოვლენ და ცემა-ტყეპა რომ ატყდება, სად არიოს ეკლესია? სად არის პატრიარქი? სად ხართ? გვსაყვედურობენ. ყველამ კარგად შევხედოთ და ყველამ ჩვენი წილი ბრალი დავინახოთ, ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ. ქუჩაში სირბილით არაფერი არ გამოვა იმიტომ, რომ მეორე მხარეც არის ხომ? მხარეებად არ უნდა დავიყოთ, მხარეები შეიძლება სიკეთის კეთებაში ვიყოთ. უნდა მოვეფეროთ ახალგაზრდებს, უნდა დაველაპარაკოთ.
როგორ შეიძლება ევროპელებისგან რაღაც უაზრო საყვედურები მივიღოთ, თავში ნუ აუვარდებათ იმათაც, არც ჩვენ არ გვივარდება თავში და ყველას ვაფასებთ. მოთმინებას ზოგჯერ საზღვარი აქვს. კარგად მოქცევაც შეგვიძლია და თვითონ როგორც იქცევიან, ჯვარი გვწერია და ისე მოქცევაც შეგვიძლია.
იმედი მაქვს, ამერიკის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან, არ მოუსმენს იმ სისულელეებს, რასაც ჩვენი ხალხის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობს და ჯანსაღ ურთიერთობებში, ჯანსაღი ცხოვრება დაგვიდგება. რისთვის გვინდოდა ევროკავშირი ან ნატოში შესვლა? დაცულები ვყოფილიყავით და წარმატებული ცხოვრება გვქონდა ყველა სფეროში. ყველა სფეროში შემოიტანეს პოლიტიკას. ეკლესია არავის მისცემს საშუალებას, ჩვენი ერი ვიღაცამ დაჩაგროს. შევრიგდეთ, დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და ყველა ქარტეხილს გადავივლით“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა პროგნოზი ყოველთვის მართლდება
⭕„დაბადების დღეს გილოცავ, თამთა“ - არუნ ხათრი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
⭕„ყველაზე ბედნიერი დღე, 7 წლის ეველინი“ - დათო ლიკლიკაძე შვილის იუბილეზე ათენში გაემგზავრა