
UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ „იუთუბის“ საკუთარ არხზე ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას მოახლოებული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა, რომელიც 29 ივნისს შედგება.
„ვფიქრობ, ილიამ იცის, რომ ოლივეირა მუდმივად წინ იმოძრავებს. აქედან გამომდინარე, ის მას თავიდანვე წნეხში ვერ მოაქცევს, თუმცა ჩარლზის მუდმივად წინსვლის შემთხვევაში თოფურია მას რამდენიმე მძიმე დარტყმას დაახვედრებს. ჩემი აზრით, ილია თოფურია მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდება“, – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. მან ქამარი თებერვალში საკუთარი ნებით დათმო და განაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებდა.
28 წლის ქართველი მებრძოლი 35 წლის ოლივეირასთან ბრძოლას დაუმარცხებელი ხვდება. შერეულ ორთაბრძოლებში მან 16 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ვარსებობდი, ხელით ტარება მჭირდებოდა...“ - მაია ასათიანი ცხოვრების რთულ პერიოდზე
🎥 „დედა, ყვავილები გამოართვი მამას“ - რა კადრებს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი
⭕„კეკე და დედის ხელი“ - გიორგი კეკელიძე შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს