მონტენეგროს ნაკრებთან გამარჯების შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მარიამობა ქართულ ენაზე მოგვილოცა:
„გილოცავთ მარიამობას, ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია როგორც ქართველებისთვის, ასევე სერბებისთვის.
რაც შეეხება თამაშს, თორნიკემ კარგად იცის რამდენად რთული იყო მოგება. ბოლოს დიდი სხვაობით გავედით წინ, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამისთვის.
შეიძლება ბევრმა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა 23 ასისტი და 3 შეცდომა.
არ მინდა არ აღვნიშნი ქართველი კალათბურთელების თავგანწირვა. ზაფხული ძალიან მოკლეა, მაგრამ დასვენების ნაცვლად ისინი ჩამოდიან და საქართველოს ნაკრებში თამაშობენ, რომ ქვეყნის სახელი დაიცვან და ქომაგი გაახარონ.
31 აგვისტოს პორტუგალიას სტუმრად ვეთამაშებით. სუპერაგრესიული გუნდია და მოგება კიდევ უფრო რთული იქნება. პორტუგალიელებს ხომ NBA-ის მაღალი კალათბურთელი ჰყავთ“, - განაცხადა ალექსანდრ ჯიკიჩმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი გოგო ულამაზესი ოჯახით“ - როგორ ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს ლიზა ჩიჩუა
⭕ „საოცრად გამოიყურები“ - რა კადრებს აქვეყნებს შორენა ბეგაშვილი
⭕რატომ არ შეიძლება ხელოვნური ქვისგან დამზადებული სამკაულის დიდხანს ტარება