ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირები და მრევლი ერთად შეიკრიბა. მათ ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საჭირო ნივთები შეაგროვეს, რომელიც ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის შობას აღნიშნავს.
ცნობისთვის, „ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წელს აღდგა.
თბილისიქუთაისი
გურჯაანი
გორი
ბოლნისიგურია
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სამოთხეში საოცრად მოცეკვავე გედები ხართ“ - ჯულიანა ბარ-გნარისა და ოთო ფოლადაშვილის ტანდემი