ჯგუფი „მირაჟი“ – ძმები შოთა და პაატა დუნდუები, ქართველმა მსმენელმა ბევრი წლის წინ გაიცნო, თუმცა, დროსთან ერთად მათი პოპულარობა არ მინელებულა. ძმები 2025 წელს ახალი ალბომით წარდგნენ მსმენელის წინაშე და კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩევიან.
ამჯერად ისინი გადაცემის „სიცრუის დეტექტორის“ სტუმრები იყვნენ, სადაც ჯგუფის შექმნის და სახელწოდების იდეაზე ისაუბრეს:
„მაგალითად, უდაბნოში მიდიხარ და გეჩვენება, წყალია, მაგრამ არ არის. მოჩვენება, ისეთი რაც რეალობაში შეიძლება არ იყოს - ესაა მირაჟი.
ალბათ ამიტომ დავარქვით ჯგუფს „მირაჟი“. ჩვენ ხასიათიც ეგეთი გვაქვს, სულ ვერიდებით გადაცემებში გამოჩენას, არ არის ჩვენი თვითმიზანი, რომ პიკში ვიყოთ. უბრალოდ გვაბედნიერებს ის, რასაც ვაკეთებთ.
სახელის იდეა ორივესი იყო. 25 წელია დაახლოებით ვარსებობთ.
დედა კარგად მღერის, უკრავს ხალხურ საკრავებს. მამაც კარგად მღერის“, - ამბობს შოთიკო დუნდუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ არიან ჩვენი ადამიანები? - „მხოლოდ მათთან ვრჩებით, ვისაც მსგავსი გამოცდილება, ტკივილები აქვს“
⭕რამდენად სწორია ბავშვისთვის გარდაცვლილი ახლობლის სახელის დარქმევა – მამა იოანეს განმარტება