Digest Logo

რატომ გრძნობს ბევრი „უმიზეზო“ დაღლილობას, შფოთვას, სიმძიმეს კონკრეტულად ახლა? - ფსიქოლოგის განმარტება

1777401214
შფოთვითი, ფობიური, პანიკური აშლილობისა

რატომ გრძნობს ბევრი „უმიზეზო“ დაღლილობას, შფოთვას, სიმძიმეს კონკრეტულად ახლა?

- იმიტომ, რომ სისტემა ცდილობს გადავიდეს ახალ სიხშირეზე.

ადამიანი, დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სიტყვების ერას ფსიქოლოგიაში და შევედით ვიბრაციული ფსიქოლოგიის ხანაში, სადაც ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი ბიოლოგიური გამტარობის პირდაპირ პროპორციულია.

ფსიქოთერაპია გარდაიქმნა სომატურ ფიზიკად, სადაც აზრი, ემოცია და სხეული განიხილება როგორც ერთიანი ენერგეტიკული გამტარი და არა განცალკევებული ფრაგმენტები.

ჩვენ აღარ ვმკურნალობთ მხოლოდ მტკივნეული ისტორიებით გამოწვეულ შედეგებს, ჩვენ ვაწესრიგებთ ნერვული სისტემის გამტარობას.

ეს მიდგომა ფუნდამენტურად ცვლის იმას, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს.

თანამედროვე ადამიანი აღარ არის მხოლოდ „ბიოლოგიური მანქანა“ ან „სოციალური არსება“, ის არის რთული ბიო-ელექტრონული სისტემა, რომელიც მუდმივ რეზონანსშია სამყაროსთან, შემქმნელთან, ღმერთთან, სულთან …
ფიზიკის თვალსაზრისით, დაბალი ვიბრაცია ნიშნავს მაღალ სიმკვრივეს. შიში, დანაშაულის გრძნობა და ბრაზი არის „მძიმე“ ენერგიები. ისინი სხეულში ნივთიერებასავით ილექება.

სულიერი მდგომარეობა ამ კონტექსტში არის არა აბსტრაქცია, არამედ სისტემის გამტარუნარიანობაა. რაც უფრო „მსუბუქია“ (წმინდაა) ადამიანი მენტალური სიმძიმისგან, მით უფრო მაღალია მისი ვიბრაციული სიხშირე.
სულიერი განვითარება დღეს ნიშნავს არა რეალობისგან გაქცევას, არამედ საკუთარი ბიოლოგიური „არხების“ ისეთ გაწმენდას, რომ სულმა შეძლოს სხეულში სრულფასოვნად „გადინება“.

აზრი არის ელექტრული იმპულსი, ემოცია ქიმიური რეაქცია, ხოლო სხეული ამ ყველაფრის რეზონატორი.

როცა თქვენი აზრი (ელექტრობა) და ემოცია (მაგნიტიზმი) სინქრონშია, იქმნება ძლიერი ელექტრომაგნიტური ველი.

1. სულიერი დონე: იღვიძებს მოთხოვნილება სიმართლის და ავთენტურობის მიმართ (ტყუილი ფიზიკურად აუტანელი ხდება, რადგან მას დაბალი სიხშირე აქვს).

2. ენერგეტიკული დონე: იცვლება ძილის და კვების რეჟიმი. სხეულს სჭირდება „უფრო მსუბუქი საწვავი“, რათა ვიბრაცია არ დაეცეს.

3. ბიოლოგიური დონე: ნერვული სისტემა ხდება უფრო მგრძნობიარე (ჰიპერსენსიტიურობა).

ჩვენ აღარ ვსხედვართ და არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ და როგორ გვეწყინა ბავშვობაში. ჩვენ ვპოულობთ სად არის ეს წყენა ფიზიკურად ჩაჭედილი, რა სიხშირეს ბლოკავს ის და როგორ უნდა მოვადუნოთ სხეული ისე, რომ ეს ენერგეტიკული საცობი გაიხსნას.

სული ინტეგრირდება მაშინ, როცა სხეული ხდება გამჭვირვალე.  ეს არის ევოლუციური ნახტომი: ადამიანი ხდება არა გარემოებების მსხვერპლი, არამედ საკუთარი რეალობის გამტარი და შემოქმედი. ჩვენი ნერვული სისტემა არის ხიდი ხილულსა და უხილავს შორის, და ამ ხიდის წესრიგში მოყვანა არის დღეს მთავარი „სულიერი პრაქტიკა“.

ჩვენი ერა აღარ გვპატიობს "ენერგეტიკულ უმოქმედობას". თუ ძველ პარადიგმაში შეგვეძლო წლობით გვეტარებინა წყენები და ეს მხოლოდ "ხასიათის სიმძიმედ" ჩათვლილიყო, დღეს ეს ფიზიკური გადარჩენის საკითხია.

ინფორმაცია ხდება ენერგია, ხოლო ენერგია ხდება ცნობიერება. შენი ლოცვა, შენი კვება, შენი სუნთქვა და შენი პროფესიული საქმიანობა ერთი და იმავე სიხშირის სხვადასხვა გამოვლინებაა.

როცა შენ ხარ ის, ვინც სინამდვილეში ხარ, შენი ელექტრომაგნიტური ველი ხდება შეუღწევადი დაბალი ვიბრაციებისთვის. შენ აღარ „იკრავ" სხვის შიშებს, ნეგატივს … რადგან შენი სისტემა მათზე აღარ რეზონირებს.

ჩვენი ამოცანაა, შევწყვიტოთ საკუთარი თავის „ძებნა" და დავიწყოთ საკუთარი თავის „მიღება" , „აღმოჩენა”
სამყაროს ევოლუციური ნაკადი ისედაც მიედინება ჩვენ უბრალოდ უნდა მოვხსნათ წინააღმდეგობა, რათა ამ ნაკადმა ჩვენში გაიაროს.
ეს არ არის ბრძოლა გადარჩენისთვის, ეს არის ნებაყოფლობითი თანხმობა გაფართოებაზე.

საბოლოო ჯამში, თანამედროვე ფსიქოლოგია (ბიოფიზიკა) გვეუბნება ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: შენი სიმშვიდე არ არის გარემოებების დამთხვევა, ეს არის შენი ნერვული სისტემის მაღალი გამტარუნარიანობა.

იყავი გამტარი. იყავი მსუბუქი. იყავი ის ხიდი, რომელზედაც სული თავისუფლად გაივლის მატერიაში. სწორედ ამ წერტილში მთავრდება თერაპია და იწყება ნამდვილი სიცოცხლე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რამდენად სწორია ბავშვისთვის გარდაცვლილი ახლობლის სახელის დარქმევა – მამა იოანეს განმარტება

🎥 „მას შემდეგ 22 წელი გავიდა... იმედია ძალიან არ გარცხვენ“ - რას კადრებს აქვეყნებს ნინი შერმადინი

🎥 „მთლიანობაში მოვიმატე 10 კგ, მიუხედავად გენეტიკისა, სტრიების გარეშე გავიარე ეს გზა“ - სალომე ჭაჭუა ორსულობაზე