Digest Logo

🎥 „ამას ბავშვს ვერ უყიდი, ვერ ასწავლი, საუბარია პირველად ცეცხლზე, რომელიც ადამიანის სულში ინთება“ - გცალია თუ არა საკუთარი თავისთვის? ინტერვიუ ანდრო დგებუაძესთან

1757681327
ანდრო დგებუაძე

ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, ტრენერი და ლექტორი ანდრო დგებუაძე ხშირად უძღვება ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ლიდერობა, მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები, გუნდ­ური მუშაობა. 

იგი ხშირად საუბრობს მეტამორფოზაზე - პიროვნული ცვლილებისა და თვითშემეცნების მნიშვნელობაზე.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარ თავთან ურთიერთობა, როგორ გამოყონ „ტყუილი საკუთარ თავში“ და გამოავლინონ  სიმართლე. 

ამჯერად ანდრო დგებუაძე „ბაბლჰედების“ სტუმარი იყო, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა:

„შემეცნება ყველაზე სწორი ცხოვრებაა. შემეცნება და სიხარული არსში ერთია, განუყოფელი ნაწილია. 

ანდრო დგებუაძე: თუ შემეცნება გახსენებაა, მაშინ ტოპოლოგიურად მე ვყოფილვარ არსება, რომელიც გამოვექეცი ობიექტურობას, რეალობას, ვიჩემებ სუბიექტურობას, მიხარია უკან დაბრუნების გაგების მომენტი. 

მე რომ შემეცნებამდე მივიდე, უნდა დავინტერესდე. შიგნით უნდა მომეკიდოს ცეცხლი. ამას ბავშვს ვერ უყიდი, ვერ ასწავლი, აქ საუბარია თანდაყოლილ, შინაგან, პირველად ცეცხლზე, რომელიც ადამიანის სულში ინთება, როგორც კი რაღაცასთან კონტაქტში მოდის. 

- როდის ვაჩუმებთ სინდისს?

ანდრო დგებუაძე: სიტყვის წარმოთქმა ნიშნავს, რომ არსი იძენს ფორმას! სამყარო იქმნება სიტყვით. სანამ შენ განასიტყვებ მანამდე ის გრძნობა იღვრება როგორც უთქმელი. ამ ცნობიერებას შეიძლება  იმდენი ფორმა ჰქონდეს, რამდენიც გინდა!

ვინ არიან შტერები? ადამიანები, რომლებიც „აკოპირებენ“, ვერ გებულობენ, მაგრამ აკოპირებენ. შინაგანად მეში გატარებული არ აქვთ. ამ დროს პრეტენზიები აქვთ.  

ომი არის იქ, სადაც შინაარსს ვერ ხვდები! ომი წარმოიქმნა იმისთვის, რომ შე შტერო შინაარსს მიხვდე! 

იმ წუთებში, როდესაც სინდისთან მარტო დავრჩენილვარ, ერთი ერთზე, მივმხვდარვარ რა კრეტინიც ვარ, მხოლოდ მაგ წამებში ვიყავი ნაღდი, დანარჩენი სულ კოპირებაა. მაგრამ ნურავინ მეტყვის, რომ „ანდრო, შენ თავიდან ბოლომდე ხარ კულტურის კოპია“.

ასევე დაგაინტერესებთ:

ბექა ხოფერია ახალ რჩეულთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - წყვილის რომანტიკული კადრები ვენეციიდან

ალექსანდრა პაიჭაძე ბარსელონაში მოგზაურობს - მოდელის ცეცხლოვანი ფოტოები

ნუცა ბუზალაძე რჩეულთან ერთად ახალ ფოტოს გვიზიარებს - მომღერალი კალიფორნიაში იმყოფება