
საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. მას 86 წელი შეუსრულდებოდა.
აღნიშნულ თარიღს ეხმაურება ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე.
„ამაყი ვარ, რომ ჩემი ოჯახი ბოლო წუთამდე მისი ერთგული იყო, უმძიმესი დიაგნოზით მამა იდგა მის დასაცავად აქციებზე და იმ ქვეყნად წაიღო ზვიადის ტკივილი და შვილებს დაგვიტოვა მისი იდეალების ერთგულება, რასაც არასოდეს ვუღალატებთ“, - წერს ნინო ნადირაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: