ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო.
ნინი გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანიც იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ იგი გადაცემიდან წავიდა. ამჯერად იგი სტუმრად ერთ-ერთ პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც ჭორებზე ისაუბრა.
„ამბობდნენ რომ კაცი მოვკალი. ეს იყო „ევროვიზიის“ პერიოდში. 2009 წელს თუ არ ვცდები. მაშინ ძალიან აჩემებული ვყავდი ხალხს და სულ რაღაცას წერდნენ. როდესაც მოვიგეთ „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევი კონკურსი, იმ საღამოს ვიყავი ჩემ მეგობართან. მოვიდა თაკო გაჩეჩილაძე და თქვა, რომ ჩვენგან ვიღაცამ ქალი გაიტანა რომელიღაცა ქუჩაზე და მოკლაო. მე ვუთხარი დამშვიდდი, თქვენზე არ იქნება და ესეც მე მომეწერება მეთქი.
ამაზე ვიცინეთ, რადგან მეგონა მალევე გაქრებოდა ეს ჭორი. რომელიღაცა გამოცემიდან დამირეკა ჟურნალისტმა და მითხრა გუშინ მანქანა დააზიანეთ, ქალს დაეჯახეთო. ამასთან ეტყობა გვიან მივიდა ეს ჭორი. ამაზე სპეციალურად ხალხი მუშაობს, რომ შენი რეპუტაცია შელახონ“, - ამბობს ნინი ბადურაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად გამოიყურები“ - მაკა ზამბახიძის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს