Digest Logo

„ამისთვის შეიძლება ვიღაცამ შუბლში ტყვია მესროლოს, მაგრამ მაინც ვიტყვი“... - ჟანრი ლოლაშვილი

1667193727
ჟანრი ლოლაშვილი

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „შემდეგი გაჩერება“ სტუმარი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი იყო. მან  ეთერში დღევანდელი საზოგადოების პრობლემებზე ისაუბრა.

ლოლაშვილმა განაცხადა, რომ დღეს ერთმანეთის დაჩაგვრა აუცილებელი ჟანგბადის მსგავსი გახდა.

„უცნაური ადამიანები მოდიან. ამის გამო შესაძლოა, ვიღაცამ ტყვია მესროლოს შუბლში, მაგრამ მაინც ვიტყვი. ადამიანი ადამიანს აღარ ჰგავს, რაღაც სხვა მოვლენაა. ამ ქვეყნის პოპულარობა ვთქვათ: გენიალური მწერლები, მუსიკოსები, ფილოსოფოსები. ძალიან სერიოზული სახელები. უცებ სხვანაირი დღის წესრიგი და სხვანაირი აზროვნება. ვიღაცის დაჩაგვრა აუცილებელი ჟანგბადი გახდა. ასევე ხელის ქნევა და სხვისკენ თითის გაშვერა. სასაცილო ხდება, იმიტომ რომ არცერთ ლოგიკაში არ ჯდება. მსოფლიო ლიდერების საქციელები, არანაირ ფსიქოლოგიურ გაგებაში არ მოიაზრება“, – საუბრობს ჟანრი ლოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ არის თბილისის კოლორიტის ნიაზ დიასამიძის შვილიშვილი და რას ჰყვება იგი გარდაცვლილ ბაბუაზე

🎥 ამბავი ოჯახზე, რომელმაც ორი შვილი უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა

🔵„მოადგნენ რუსი დეზერტირები ღვინის თემას და დაიწყეს ბარების გახსნა თბილისში. პირადად შემოვივლი და ერთი არ მინდა, ვინმეს ღვინო აღმოვაჩინო თაროზე“ - რას წერს ანდრო ბარნოვი