Digest Logo

„მოადგნენ რუსი დეზერტირები ღვინის თემას და დაიწყეს ბარების გახსნა თბილისში. პირადად შემოვივლი და ერთი არ მინდა, ვინმეს ღვინო აღმოვაჩინო თაროზე“ - რას წერს ანდრო ბარნოვი

1667149247
ანდრო ბარნოვი

ღვინის ოსტატი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსებმა მასიურად დაიწყეს ბარების გახსნა, სადაც ქართული ღვინის შეტანას მოითხოვენ. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბარებში უნდა იარონ და შეერწყან აქაურობის სულისკვეთებას თუ აქ ცხოვრება უნდათ.

„გააზიარეთ! მოადგნენ რუსი დეზერტირები ღვინის თემას და დაიწყეს ბარების გახსნა თბილისში. მომწერა დღეს ერთმა ასეთმა ნაგავმა, ვერცხლის ქუჩაზე გავიხსენით და ღვინო მოგვეციო. მაშინვე მოვთხოვე პუტინის, ტერორისტი რუსეთის, საქართველოს, უკრაინის, ყირიმის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ საზეპირო მანტრა, რაზედაც მიპასუხა, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს და ა.შ. ალბათ ხვდებით, სადაც გავუშვებდი ამ ნაბიჭვარს.

მოკლედ, მეღვინე მეგობრებო, ხომ ისინიც კი მიყვარხართ, ვინც ქოცებს ეტენებით... მაგრამ... ამ ბარებს პირადად შემოვივლი და ერთი არ მინდა, ვინმეს ღვინო აღმოვაჩინო თაროზე. საჯაროდ გამოგაჭენებთ და სამუდამოდ თავს მოგჭრით იცოდეთ. არ გაეკაროთ ამ ნაბიჭვრებს! იარონ ქართულ ბარებში და შეერწყან აქაურობის სულისკვეთებას თუ აქ ცხოვრება უნდათ! გამიკეთეს აქ ალტერნატიული პატარა რუსეთი! მაგათი დედაც და ვინც მაგათთან ითანამშრომლებს, იმათი ზევიდან!“, - წერს ანდრო ბარნოვი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თავის მართლებას ნამდვილად არ დავიწყებ. არასწორ სიტყვათა თანწყობამ გამოიწვია არასწორი ინტერპრეტაცია“ - თამარ მაყაშვილის პირველი კომენტარი სკანდალზე

🎥 „აი, ჩემი და მისი მიმოწერა. შენიშვნას პირადი შეტყობინების გამოქვეყნებაზე არ მივიღებ“ - თამარ მაყაშვილი სკანდალში გაეხვა

🎥 „ბოლო 10 წელი არაფერი მიყიდია ჰელოინისთვის... ვიდეოს ბოლოს ბიჭი მიყვარს, მინდა იცნობდეთ“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი