
ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი წყალში დაიხრჩო. ინფორმაცია „დაიჯესტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი პლაჟიდან ბულვარის მიმართულებით, იახტკლუბის ბეტონის გალავნით გადადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვერ შეძლო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.