Digest Logo

🎥 ანასტასია ბენდუქიძე ახალი წლის აღნიშვნაზე: „ახალი წელი ჩემთვის მატყუარა ღონისძიებაა“

1767703262
ანასტასია ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ტელეწამყვანი ანასტასია ბენდუქიძე ახალი წლისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე გვანცა დარასელიას პოდკასტში საუბრობს და აცხადებს, რომ მის ოჯახში ამ დღესასწაულს ტრადიციული მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, მისმა შვილებსაც კი არ იციან, რომ ახალი წელი არსებობს.

„ჩემმა შვილებმა არც იციან, რომ ახალი წელი არსებობს. მე მგონია, რომ ახალი წელი მატყუარა ღონისძიებაა. ელოდები მთელი წელი და 12:00საათზე არაფერი არ შეიცვალა, 5 წუთში ზუსტად იგივე. ჩვენ ძალიან მარტივად აღვნიშნავთ. ბავშვობაში, არასდროს არ მქონდა ტრადიცია, რომელსაც გავაგრძელებდი და მენდომებოდა, რომ მქონოდა ჩვენს ოჯახში. ჩვენი ტრადიცია ასეთია, ვგიჟდები საუზმეზე ზოგადად. და აღვნიშნავთ აღდგომას, გვაქვს დღის შუქზე ღონისძიება - საუზმე. ამ დღისთვის ვიყენებ ყველაზე ლამას ჭურჭელს რაც გვაქვს. დაბადების დღეზეც, საღამომდე არ მიმაქვს ტორტის ჩაქრობის ტრადიცია. დილა არის ზოგადად ყველაფრისთვის კარგი. პირველი იანვრისთვის კი, უბრალოდ ერთნაირ პიჟამოებს ვიცმევთ და ვართ სახლში მშვიდად“,- ამბობს ანასტასია ბენდუქიძე.

ვრცლად, სხვა საინტერესო თემებზე ნახეთ ვიდეო: