Digest Logo

„ანომალიური სიცხის შესახებ გავრცელებული ხმები ტყუილია“ - კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას მიმართავს

1782820354
კობა ფარტენაძე

საქართველოში ზაფხულისთვის დამახასიათებელი, მზიანი დღეები დაიწყო. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელებულ დეზინფორმაციასაც ეხმაურება, რომელიც ანომალიურ სიცხეებს ეხება და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

მისი განმარტებით, ტემპერატურა ნორმის ფარგლებში შენარჩუნდება.

„საქართველოში დაიწყო მზიანი და ზაფხულისთვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური დღეები.

მომდევნო დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

🌡️ ჰაერის ტემპერატურა იქნება ნორმის ფარგლებში +30, +32 გრადუსი.

❗ გავრცელებული ხმები, თითქოს ანომალიურად ცხელი ამინდია მოსალოდნელი, არ შეესაბამება სინამდვილეს.

ამ ეტაპზე მსგავსი საფრთხე არ არსებობს პროგნოზები მიუთითებს სტაბილურ, ზომიერ ზაფხულის პირველი ნახევრის პირობებზე“, - წერს კობა ფარტენაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „მშვენიერო და ულამაზესო“ - რა კადრებს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

⭕ „შეეცადეთ, მოერიდოთ თამამ დაპირებებს“ - იუპიტერის ერთ წლიანი ტრანზიტი ლომში: აკაკი გოგოლაძეს ასტროპროგნოზი

⭕„ლეჩხუმი საქართველოს მარგალიტია...“ - გიორგი ნიკოლავას ახალი კადრები