Digest Logo

ანსამბლ „ბერმუხას“ უხუცესი წევრი გარდაიცვალა

1750007248
 მუჰამედ ირემაძე

„ანსამბლ „ბერმუხას“ ლეგენდარული წევრი მუჰამედ ირემაძე 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მის უსაყვარლეს ანსამბლ „ბერმუხას“ და საქართველოს არაჩვეულებრივი ხელოვანისა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის, ბატონი მუჰამედ ირემაძის გარდაცვალებას. მან ქართული ფოლკლორის განვითარებაში წარუშლელი კვალი დატოვა“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ანსამბლი „ბერმუხას“ წევრები დაარსების დღიდან ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ეწევიან. ანსამბლი „ბერმუხა“ 1982 წელს ჩამოყალიბდა და 80 წევრისგან შედგებოდა. სახელი წევრების ასაკის გამო შეერქვა.

„ბერმუხას“ რეპერტუარში აჭარული ტრადიციული ცეკვებია.