Digest Logo

🎥 „ანტიბიოტიკი ვირუსული ინფექციების დროს უფრო მეტად „მტერია“, ვიდრე „მოყვარე“ - ივანე ჩხეიძე გავრცელებულ მითებზე

1760360905
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად. 

მან ქვეყანაში არსებულ სეზონურ ვირუსებზე ისაუბრა და საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია გაუზიარა.

„ანტიბიოტიკი ვირუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ექიმის რჩევაც არის თუ 3 დღეზე მეტია სიცხე, მიიღონ ანტიბიოტიკი, რაც დაუშვებელია. ანტიბიოტიკი შეიძლება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დროს. 

ასევე ანტიბიოტიკი არის ერთ-ერთი წამალი, რომელიც ავითარებს სხვადასხვა გვერდით ეფექტებს, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ ანტიბიოტიკის მიღებას. ანტიბიოტიკი არის უფრო მეტად მტერი, ვიდრე მოყვარე ვირუსული ინფექციების დროს“, - ამბობს პედიატრი. 

მისი თქმით,  ვირუსის დროს ბავშვს ნაკლები უნდა ჩააცვათ და უნდა მოხდეს ოთახის განიავება.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხელსაყრელი იქნება საქმეების კეთება, რომელიც აზროვნებას და ანალიზს უკავშირდება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, რამაზ გიგაურისაგან

⭕„მისი ცხოვრება სავსე იყო ლოცვით, სიყვარულითა და დაუღალავი სულიერი ზრუნვით“ - გარდაიცვალა დეკანოზი მიქაელ კაპანაძე

⭕„ჩემო პატარა ჯორჯინა, მსოფლიოში არაფერია ისეთი, რაც მეყვარება ისე, როგორც შენი ჩემს ცხოვრებაში ყოფნა...“ - ჯორჯინა უზკატეგუის ემოციური წერილი ქალიშვილს