Digest Logo

აპირებს თუ არა თეა გვასალია ტელევიზიაში დაბრუნებას - „17 წლის არიან ჩემი ტყუპები და ამდენივე ხანია, ეთერში არ ვარ…“

1731651779
მთარგმნელი და ესპანური ენის პედაგოგი

ჟურნალისტმა თეა გვასალიამ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან კარიერასა და თავის პროფესიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

როგორც თავად ამბობს, ეთერში უკვე 17 წელია აღარ ყოფილა და მის გეგმებში ტელევიზიაში დაბრუნება აღარც შედის.

„ტელევიზიაში დაბრუნებას არ ვაპირებ, არც სურვილი მაქვს და რაც ჩემს გეგმებში ზის. ინტერვიუებს კი ხანდახან ვიძლევი, როცა მოვიცლი. ჩემი ტყუპები რომ დაიბადნენ, მაშინ წამოვედი ტელევიზიიდან. 17 წლის არიან ჩემი ტყუპები და ამდენივე ხანია, ეთერში არ ვარ“, - ამბობს თეა გვასალია.

არის რამე, რისი გაკეთებაც შეგეძლოთ და ნანობთ, რომ ვერ მოასწარით?

„იმდენი რამე მოვახერხე, სირცხვილი იქნება, კიდევ რამეზე ვთქვა, ვერ მოვასწარი-მეთქი. 20 წიგნი ვთარგმნე, 4 სახელმძღვანელო დაწერილი მაქვს, 3 შვილი გავზარდე, ათას მოსწავლეს ვასწავლე, ზოგი ესპანეთში გავუშვი, ზოგი ამერიკაში და ზოგი სად… ალბათ, კიდევ მეტი შეიძლებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ცოტა არ არის, რაც გავაკეთე. იმედი მაქვს, კიდევ მოვასწრებ რამეს…“, - თქვა ჟურნალისტმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის პატარა ქალიშვილი ერთი თვის გახდა - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერლის ცოლი

„ხომ ვიძახდი მზის გოგონები არიან -მეთქი“ - ავარიის დროს დაშავებული დების დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„მივუახლოვდით სავსემთვარეობას რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დაძაბული შეიძლება გამოდგეს დღევანდელი დღე“ - ხათუნა ნოელის გაფრთხილება

წყარო: fortuna.ge