დები 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში, სამი კვირის წინ დაშავდნენ.
ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა, რის გამოც საზოგადოება გაერთიანდა.
დაშავებული დები ჯერჯერობით ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, თუმცა მათი დედა სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს რომ ორივე მათგანი გონს მოვიდა.
„მზის გოგონები.
ნიაკომაც გაიღვიძა, თათულიც მოფხიზლდა
ხომ ვიძახდი მზის გოგონები არიან -მეთქი“, - წერს სოფიო ხარშილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ამინდს პროგნოზირებენ 15 ნოემბერს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება