მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა საქართველოში რუსების მასობრივ შემოსვლაზე „ჯორჯიან ტაიმსის“ ეთერში ისაუბრა, მან პარალელი ყირიმში არსებულ ვითარებაზე გაავლო და აღნიშნა, რომ ომის დაწყებამდე იქაც მასობრივად ჩადიოდნენ რუსები, ამას კი სავალალო შედეგები მოჰყვა.
„ჟურნალისტებს ვთხოვდი, არ ჩამრთოთ-მეთქი, სტუმრებსაც ბოდიშს ვუხდი და მაყურებელსაც, ისეთი ემოციური ფონი მაქვს. ყირიმში რა მოხდა, გახსოვთ? ჩვეულებრივი ტურისტები ჩავიდნენ, მერე რაც მოხდა, ვნახეთ. აქ ჩამოსული რუსები ჩვენ მეორეხარისხოვან ადამიანებად მიგვიჩნევენ. ფიქრობენ, რომ ვალდებული ხარ მათ წინაშე ყოველთვის… საკუთარ თავს თუ არ სცემ პატივს, არც ის არ გცემს პატივს. სამწუხაროდ, ჩვენი ერის რაღაც ნაწილი საკუთარ თავს პატივს არ სცემს…“, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: