
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში 13 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს:
„ჰოროსკოპი 13 ივნისი
მთვარის დღე – 17 / 18
მთვარის ფაზა – კლებადი მთვარე თხის რქაში
ვერძი
დღის წარმატებით გასატარებლად საჭიროა სერიოზულად მიუდგეთ მიმდინარე მოვლენებს. თუ დაგროვილ პრობლემებს უგულებელყოფთ, ეს შესაძლოა კონფლიქტებში გადაიზარდოს. ებრძოლეთ ზარმაცობას — წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს ვერ გაექცევით. მგზავრობა ან მივლინება წარმატებული იქნება.
კურო
გჭირდებათ ხედვისა და მიდგომების გადახედვა, რათა უფრო ეფექტურად იმოქმედოთ. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ აუცილებელია კარიერული წარმატებისთვის. ისწავლეთ ახალი რამ, იყავით ინფორმირებული მიმდინარე ამბებზე.
ტყუპები
თუ შეძლებთ იყოთ აქტიური და არ გაიმეოროთ წარსული შეცდომები — დღეც წარმატებული იქნება. კარგი დროა პარტნიორთან ერთად საქმის დასაწყებად. უცხო ადამიანებთან სიფრთხილეა საჭირო — შესაძლოა საკუთარი სარგებლისთვის გიყენებდნენ. საღამო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ან მოიწვიეთ სტუმრები.
კირჩხიბი
დღეს კონცენტრირდით იმ საქმეებზე, რაც კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს. შეგიძლიათ სასურველ შედეგს მიაღწიოთ. არ დაჰპირდეთ იმას, რასაც ვერ შეასრულებთ. არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულებები. კარგია რომანტიკული შეხვედრებისთვისაც.
ლომი
13 ივნისი შეიძლება იყოს დაძაბული, მაგრამ თქვენი მზაობა კომპრომისზე წასასვლელად ძალიან გამოგადგებათ. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად ან შემოქმედებითი იდეებისთვის. იყავით აქტიური ახალი ნაცნობობისას და გამოავლინეთ სიმპათია.
ქალწული
შეიძლება საინტერესო ნაცნობობა გქონდეთ. გამოიყენეთ წარსული გამოცდილება სერიოზული ურთიერთობისთვის. ნუ იქნებით ეგოისტური, იფიქრეთ სხვებზეც. ერიდეთ დიდ შენაძენებს, განსაკუთრებით კრედიტით. შეეცადეთ შემოსავლის დამატებითი წყარო იპოვოთ.
სასწორი
რაც არ უნდა გააკეთოთ, მოერიდეთ ქაოსს და იჩქარებას. წესრიგი და მიზანდასახულობა წარმატებას მოგიტანთ. ურთიერთობებში შესაძლოა გაუგებრობები წარმოიშვას. დროა წარსულს დაემშვიდობოთ და წინ იაროთ. შეინარჩუნეთ სიწყნარე და გონივრული დამოკიდებულება.
მორიელი
გარშემო მყოფებთან კამათის მიზეზი შეიძლება გახდეს მკაცრი ტონი. იყავით უფრო რბილი და თავაზიანი. კარგი დროა განათლებისთვის, თვითგანვითარებისთვის, ახალი უნარების შესასწავლად. სამუშაოს ძიებისას შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.
მშვილდოსანი
თუ ბოლო პერიოდში წარუმატებლობა გქონდათ საქმეში ან ურთიერთობებში — დღეს გაქვთ შანსი წინსვლისთვის. სცადეთ ახალი მიდგომა, არ შეგეშინდეთ სირთულეების. ურთიერთობებში შეინარჩუნეთ ჰარმონია და ეძებეთ კომპრომისი.
თხის რქა
თქვენი ენერგიის დონე დღეს მკვეთრად გაიზრდება. გუნდური მუშაობა უკეთესი იქნება. თუ სამსახურში ურთიერთობები დაძაბულია, დღეს შანსია მათ გაუმჯობესებაზე იმუშაოთ. იგივე ეხება პირად ცხოვრებასაც. ნუ ითხოვთ ყველაფერს ძალით — რბილი მიდგომა უფრო შედეგიანია.
მერწყული
შესაძლოა წარსულის ადამიანები ან მოვლენები კვლავ გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში. ფრთხილად იყავით, რათა არ გაიმეოროთ ძველი შეცდომები. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე — ივარჯიშეთ ან უბრალოდ გაისეირნეთ. შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი ან პრემია.
თევზები
დღეს წარმატებით შეძლებთ საჭირო ადამიანებთან კავშირების დამყარებას. მათთან მეგობრული დამოკიდებულება მომავალში გამოგადგებათ. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა. იყავით ბუნებრივი — ასე უფრო კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ალექსანდრა პაიჭაძე საცურაო კოსტიუმში პოზირებს - მოდელი პიკანტურ ფოტოებს ავრცელებს