
ქართველი ძიუდოისტი, ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ისტორია დაწერა. იგი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ზოგადად, მედალი მოიპოვა.
მის გამარჯვებებში დიდი წვლილი მის მეუღლეს, ასევე ძიუდოისტ თემო ნოზაძეს მიუძღვის.
ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„ვფიქრობ რომ ოლიმპიური თამაშები უფრო ადვილია - მენტალურად ვინც ძლიერი შეხვდება, ის გახდება ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიო ჩემპიონატი უფრო რთულია, რადგან არიან ძლიერი ქვეყნები. მაგალითად საფრანგეთს ჰყავს ძლიერი გოგოები, იაპონიასაც ძალიან ძლიერები ჰყავს და შესაძლოა ორი შეგხვდეს ჩემპიონატზე.
რაც შეეხება ოლიმპიადას, დიდი მოტივაცია და თავდაჯერება მომცა, რომ შემიძლია ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. იქამდე რა თქმა უნდა დიდი დრო არის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოვიგო. თუმცა იქამდე არის სამი ევროპა, სამი მსოფლიო და შევეცდები, რომ მოვიგო.
ვფიქრობ რომ აქამდეც უნდა გავმხდარიყავი ჩემპიონი, რადგან აქამდეც შემეძლო“, - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.
ვრცლად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სილამაზე, შარმი და ელეგანტურობა ერთ ადამიანში...“ - თიკა ფაცაციას ფოტოები სოცქსელს იპყრობს