მომღერალი ქეთი ჩხაიძე სოციალურ ქსელში გურიიდან ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ფოტოს ურთავს თან.
როგორც იგი წერს, იქაურობა ისევ ბავშვობის სუნით არის გაჟღენთილი.
„აქაურობა, ისევ ბავშვობის სუნით არის გაჟღენთილი. ყავის დალევაც, აქ, ყველაზე მეტად მიხარია.
როზა ბებიას და იამზეს მოყოლი ამბები, ძველ წლებზე, როცა აქაურობა ჟრიამულით იყო სავსე.
ამბები, ჭინკებზე… და მრავალი სხვა... ბავშვობა - სანამ ბავშვი ხარ, მაშინ უნდა ნახო და მერე, მთელი სიცოცხლე, იმით უნდა იცხოვროო... ჰოდა, აქ სუნთქავს, ჩემი ციცინათელებიანი ბავშვობაც...
სუფსა, გურია“, - წერს ქეთი ჩხაიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: