„პრევენციისთვის ჩვენ მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს თუ როგორ და რა შემთხვევაში გაიყიდება და ამ სფეროს მოვაწესრიგებთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პიროტექნიკის რეგულაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველებს ამომწვარი აქვთ ზოგს თვალი და ზოგს ფეხი აქვს გაუბედურებული, ეს ტრაგედია ორივე მხარეს ტრიალებს.
„თქვენ იცით, რომ წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო ამაზე მსჯელობა სხვადასხვა არგუმენტით, თუმცა აქ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად ცეცხლი იყო გახსნილი, სპეციალურად გაკეთებული ამ პიროტექნიკისგან.
ჩვენ ვნახეთ ის პოლიციელები, სამართალდამცველები, რომლებსაც ამომწვარი აქვთ ზოგს თვალი და ზოგს ფეხი აქვს გაუბედურებული. ეს ტრაგედია ორივე მხარეს ტრიალებს. ამის პრევენციისთვის ჩვენ მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს თუ როგორ და რა შემთხვევაში გაიყიდება და ამ სფეროს მოვაწესრიგებთ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ასევე დაგაინტერესებთ: