Digest Logo

„აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები, რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო მოთავსებული“ - ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

1686077745
მოკლული ქალიმოკლული ქალი

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მისივე თქმით, დაკავებული რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. 

„ამ ადამიანს აქვს საკმაოდ მძიმე ფსიქიკური პრობლემები. რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო მოთავსებული დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში და გადიოდა მკურნალობას. ის ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებდა.. ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე საკუთარ ავტომობილში თოკით გაგუდა, შემდეგ კი 27 წლის ქალის ცხედარი ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა და გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხევში გადააგდო. დაკავებულს 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.