Digest Logo

„აქვს ნაწვალები, რომ მოებრუნებინა, მერე აქვს დარეკილი სასწრაფოში“ - პირველი ინტერვიუ გარდაცვლილი ბიჭის დედასთან

1710008732
აჩიკო ბარდაველიძე

ტრაგედიამ, რომელიც სოფელ ბარდუბანში, ბარდაველიძეების ოჯახში დატრიალდა, მთელი ქვეყანა შეძრა. 20 წლის ბიჭი ნარკოტიკების ზედოზირებით დაიღუპა, მასთან ერთად მყოფი ქალი კი სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე დააკავეს. 

როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, შვილი მან სამსახურში წასვლამდე ცოცხალი ნახა. რამდენიმე საათში კი დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი სახლი პოლიციელების ალყაში იყო.  

სახლში დაბრუნებულ პენსიონერს, 22 წლის შვილი გარდაცვლილი დახვდა. 

„სახლში არ ვიყავი იმ წუთს, ღამის 10 საათი იყო ეს გოგო რომ ჩვენთან მოვიდა. დილას უკვე გარდაცვლილი იყო ჩემი შვილი.

მაგას აქვს ნაწვალები, რომ მოებრუნებინა აქეთ. ვეღარ მოასულიერა და მერე აქვს დარეკილი სასწრაფოში. ქუთაისიდან საათ-ნახევარში მოვიდნენ და ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო.

ამ გოგოს მსხვერპლია ჩემი შვილი, ანა გუდავაძის. ისე უნდა დაისაჯოს, გარეთ ვერასდროს გამოვიდეს“, - ამბობს გარდაცვლილის დედა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

კაცი, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა, 26 წლის იყო

„20 წლის ვიყავი, რომ გავაჩინე... სკოლიდან არ მატანდნენ, მხოლოდ მშობლებმა წაიყვანონო“ - რას იხსენებს თათია შარანგია

„ჩინეთში, სადაც 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ქართველმა ხელოვანმა 18 მეტრიანი კინეტიკური ქანდაკება დადგა“ - რას წერს ვარლამ წიკლაური