Digest Logo

🎥 „არ არის სწორი, რომ ჯვარდაწერილი წყვილი იმიერში ერთად იქნებიან, ცათა სასუფეველში ქორწინება, ცოლქმრობა აღარ არის...“ - რას ჰყვება მეუფე საბა

1749843451
მეუფე საბა

„ნიუ-იორკში თამიასთან“ - იუთუბ გადაცემამ საზოგადოების ინტერესი სწრაფად გააჩინა. გვერდს 13 000k-მდე გამომწერი ჰყავს და საინტერესო პერსონაჟების ინტერვიუებიც ხშირად ქვეყნდება. 

ამჯერად, გადაცემის სტუმარი მეუფე საბა იყო, რომელმაც ქორწინებაზე, ჯვრისწერაზე და ზეციურ სამყაროზე ისაუბრა:

„ქმარს ისე უნდა უყვარდეს საკუთარი ცოლი, როგორც ქრისტემ ეკლესია შეიყვარა. ქრისტემ ეკლესიისთვის თავი გაწირა.

პირველ რიგში დავიწყებული უნდა იყოს - მე. აღარ არის ერთი, უკვე სხვადასხვა კი არა ჩვენ, ერთად არიან. 

ცოლს და ქმარს ერთმანეთთან დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეს, მათი ცხოვრება ერთმანეთის ბედნიერებისთვის უნდა იყოს. 

შიში რომ არ დაკარგო სიყვარული, ერთობა - ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ კაცს უპირატესობა აქვს. ზოგჯერ, კაცებს აწყობთ, რომ ასე იყოს.

ხშირად ვეუბნები ჯვრის წერის შემდეგ, რომ უპრობლემო ცხოვრება არ გექნებათ, რადგან არ არსებობს, მაგრამ სადაც სიყვარულია იქ ნებისმიერი პრობლემა დაიძლევა. 

არ მიყვარს ტერმინი - ჯვრის აყრა, რას ნიშნავს? მზარავს როცა ამას ვიგებ. ხდება მეორეჯერ ქორწინების უფლების მიღება. 

არ არის სწორი, რომ ჯვარდაწერილი წყვილი იმიერში ერთად იქნებიან. იმ სამყაროში ცოლს ქმარი აღარ სჭირდება, იქ ეს ტანჯვა აღარაა. ამაზე პასუხს თავად იესო სცემს, რომ ცათა სასუფეველში ქორწინება აღარ არის, იქ ცოლქმრობა აღარ არის. ზოგიერთი ჯვარს მაგიტომ იწერს იქ რომ ერთად შევხვდეთო, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ქორწინება არის აქ, ამ ქვეყნად,  იქ ეს საჭირო აღარაა“, - მეუფე საბა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კრეატიული დირექტორი“ - სოცქსელში ანუკი არეშიძის მორიგი კადრები გავრცელდა

🎥 „შეუდარებელი სილამაზე“ - შორენა ბეგაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს

ეკატერინე ტუღუში გადაღებიდან მორიგ ფოტოებს აქვეყნებს - „საოცარი გოგო ხარ, ულამაზესი“