Digest Logo

🎥 „არ არსებობს სიკეთე გააკეთო და განსაცდელი არ მოჰყვეს...“ - რას ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე

1729006282
ტეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ ვართ ტაძარნი ღვთისა, სადაც მოუკლებელად ღვთის მსახურება უნდა აღსრულდეს. როცა ადამიანი ასე ცხოვრობს ანუ ეკლესიურად, მისი გზა ჯვარსახოვანი ხდება, იმიტომ, რომ ის ქრისტეს გზას გადის. არ არსებობს მადლი მიიღო და მას განსაცდელი არ მოჰყვეს. არ არსებობს სიკეთე გააკეთო და განსაცდელი არ მოჰყვეს. ეს არის სულიერების კანონი, იმიტომ, რომ ჩვენ ასე თუ ისე ჩვენი პატარა საზომით მივყვებით ქრისტეს. მაგიტომ არის ნათლობის აღთქმაში - შეუდგები ქრისტესა - შევუდგები. ვის მიჰყვები, მიჰყვები ქრისტეს. ეს ყველას გასავლელია და ნუ წუწუნებ. ყველა განსაცდელის უკან ეშმაკი დგას და ის ახლა სიტკბოს მოგცემს? ხანდახან განსაცდელი ისეთია ვერც იტყვი ვერავისთან როგორია, იმდენად დიდი და მწარეა. თუმცა ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები მასთან გასამკლავებლად: მოთმინება, მდუმარება და ლოცვა. ეს სამი ინსტრუმენტი ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს“, - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სოფელში არ გვქონდა შესაძლებლობა სიმღერას გავყოლოდი…“ - თორღვას გზა რაგბიდან სიმღერამდე

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულებს შორის გაჭედილი კნუტი გამოიყვანეს

„თუ ერთხელ შემიყვარდა, ბოლომდე მეყვარება, რამდენიმე შეყვარებული მყავდა და ყველა ურთიერთობაში მაქსიმალური გამიღია, ძალიან მყვარებია…“ - ნოდიკო ტატიშვილი