Digest Logo

🎥 „არ იმჩნევდა ძვლები ისე სტკიოდა... რომ გარდაიცვალა მერე გავიგე როგორ რთულად იყო“ - ნანა დათუნაშვილი შვილის, გოგიჩას გარდაცვალებაზე

1735153235
გიორგი გოგიჩაიშვილი

მსახიობი ნანა დათუნაშვილი სტუმრად გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იმყოფებოდა, მან სადაც შვილის, გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას მძიმე სენსა და მის გარდაცვალებაზე ისაუბრა. იგი 2019 წელს გარდაიცვალა:

„ბასტი-ბუბუში კარგი იყო გიორგი მაგრამ, სხვაგანაც არ იქნებოდა ნაკლები. ერთხელ კიევში გააგზავნეს და ისეთი კარგი იყო. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს მსახიობი, სცენაზე მისი შინაგანი ბუნება აუცილებლად ჩანს. გიორგის ბუნება ყველგან ჩანდა. არ შეიძლებოდა მაგასთან რამე მოგეკლა, ჭიანჭველაც კი. ჯერ სოსოს ცოლი ვიყავი, შემდეგ გოგიჩას დედა. მეექვსე წელიწადი დაიწყო, რაც გოგიჩა აღარ არის და უცხოები ახლაც მხვდებიან ქუჩაში და ტირიან. ნანუკამ განსაკუთრებით განიცადა მამის სიკვდილი. ცხედარს არ შორდებოდა. ვცდილობდი ჩემი ცრემლები დამემალა და მარტო მეტირა. ერთმანეთს ვუფრთხილდებით.

მე დიაგნოზი ბოლომდე არ ვიცოდი. ვიცოდი რომ სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ უნდა მორჩენილიყო, რომ გარდაიცვალა მერე გავიგე როგორ რთულად იყო. 7 ჯერ იყო თურქეთში. იქიდან რომ ჩამოდიოდა კარგად იყო, მერე ცუდად ხდებოდა ხოლმე. ნათიამ ყველაფერი იცოდა, ექიმმა უთხრა 4 თვე აქვს ვადაო ნუ დატანჯავ წამლითო ორ წელიწად-ნახევარი იცოცხლა. ნათიამ ვინ არ შეაწუხა, სად არ ატარა. ძალიან ბევრი ხალხი დაგვეხმარა, რომ არც ველოდებოდით. ისეთი ტკივილები ჰქონდა, ხელი ოდნავადაც რომ შეგეხო გაუსაძლისად სტკიოდა. არ იმჩნევდა ძვლები ისე სტკიოდა“, - გაიხსენა ნანა დათუნაშვილმა.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი გული სავსეა დიდი მადლიერებითა და სიყვარულით...“ - ნუცა ბუზალაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს და გამომწეტრებს შობას ულოცავს

🎥 „დედას მაინც ვუყვებოდი ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი სიყვარულით... შვილებმაც და შვილისშვილებმაც იცოდნენ, რომ სოსო მიყვარდა ყველაზე ძალიან...“ - ნანა დათუნაშვილისა და სოსო გოგიჩაიშვილის თეატრალურიდან დაწყებული სიყვარულის ისტორია

⭕როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?