ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მე-14 დღეა გრძელდება.
შიმშილობას განაგრძობს 10 მაღაროელი. გაფიცული მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ.
შიმშილობის მერვე დღეს, ერთ-ერთმა მაღაროელმა 18 ივლისს პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.
„მე არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, მე არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამდე ჩვენი საქმე არ მოგვარდება“, - განაცხადა გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
მედიაციის პროცესში სახალხო დამცველი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩართული.