
ნიკო გომელაური - საქართველოში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველამ იცის ეს სახელი და გვარი. ნიკოს დიდი სიყვარულით იხსენებენ, მის ლექსებს ჰყვებიან, საიტებს ქმნიან, სკოლაში ბავშვები მისდამი მიძღვნილ საღამოებს აწყობენ… აღნიშნავენ, რომ მისი მსგავსი არაორდინარული და საოცრად გულწრფელი შემოქმედი თანამედროვე საქართველოს არ ჰყოლია.
ნიკო იყო ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დაიბადა 1970 წლის 12 ივლის და გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს. ამ დროის მანძილზე მან შექმნა ლეგენდა, შექმნა ისტორია, რომელიც არავისას არ ჰგავს...
იგი მარტო პოეტი და მსახიობი არ იყო... ისე გულიანად კითხულობდა თავის გულიან ლექსებს, რომ აუცილებლად შეგძრავდა შიგნიდან ან შეგაყვარებდა, შეგაძულებდა, გაგამხიარულებდა და სევდიანსაც გაგხდიდა, დაგაფიქრებდა და ოცნებებში გაგიტაცებდა... მისი ხმის ტემბრი, მისი ინტონაცია და მოელვარე თვალები, წაკითხულ ლექსს სამუდამოდ დაგამახსოვრებდა.
ნიკო გომელაურის დრო 2010 წლის 13 აპრილს, დილის ხუთ საათზე დამთავრდა. იგი 39 წლის იყო.
გარდაცვლილი მამა ანასტასია გომელაურმა გადაცემაში „სხვა ნანუკა“ გაიხსენა:
„არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის...ჩვენს შორის ახლა ძალიან პატარა სხვაობა გამოდის
ამან ჩემში შეცვალა ის, რომ მგონია რომ გავიზარდე და თან ახლა რომ ვფიქრობ, ნიკო იყო 39-ის და მე ვხდები ახლა 33-ის... ჩვენს შორის ახლა ძალიან პატარა სხვაობა გამოდის.
რეალურად, 6 წელიწადში მეც ვიქნები იმხელა“, - ამბობს ანასტასია გომელაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „როცა მამაჩემი ცეკვავდა მეორე სეზონში, მე დაახლოებით 5 წლის ვიყავი...“ - რას ამბობს სანდრო საბაძე