
„იმედის“ მაყურებელი რამდენიმე დღეში ერთ-ერთი გამორჩეული მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალს იხილავს.
პროექტში დარჩენილი მონაწილეები გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი სანდრო საბაძე იყო, სადაც მან საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა:
„ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და სასიამოვნო გამოწვევა. ჩემი ოცნება იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენაზე მოხვედრა. როცა მამაჩემი ცეკვავდა მეორე სეზონში, მე დაახლოებით 5 წლის ვიყავი და მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემი შრომით აქ მოვსულიყავი“, - ამბობს სანდრო საბაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: