Digest Logo

🎥 „არ ვფიქრობ, რომ მღვდლობა არის ჩემი გზა... არჩევანის თავისუფლება პიროვნების ღირებულებაა“ - რატომ გადაწყვიტა ირი­ნე­ოს შენ­გე­ლიამ მღვდლობა

1778661443
მამა ირი­ნე­ოს შენ­გე­ლია

სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა ირი­ნე­ოს შენ­გე­ლია, 1996 წელ­ს დაიბადა.

2014 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ას­რუ­ლა ქა­ლაქ თბი­ლი­სის Ν99 სა­ჯა­რო სკო­ლა. 2015-16 წლებ­ში სწავ­ლობ­და ქა­ლაქ თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში. 2016 წელს ელა­დის (სა­ბერ­ძნე­თი) მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში აღიკ­ვე­ცა მო­ნაზვნად.

2017-2018 წლებ­ში, სა­ბერ­ძნე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის, დრა­მის მიტ­რო­პო­ლიტ პავ­ლეს რე­კო­მენ­და­ცი­ი­თა და წარ­გზავ­ნით ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და ათო­ნის წმინ­და მთა­ზე, წმინ­და პავ­ლეს მო­ნას­ტერ­ში, სუ­ლი­ე­რი და ას­კე­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი შეს­წავ­ლის­თვის.

2018-2019 წლებ­ში შე­ის­წავ­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ბერ­ძნუ­ლი ენა და მი­ე­ნი­ჭა არის­ტო­ტე­ლეს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბერ­ძნუ­ლი ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი B2 დონე.

იგი „იუთუბის“ არხზე პოდკასტის „მღვდლებს შორის“ სტუმარი იყო, სადაც ისაუბრა, რატომ აირჩია მღვდლობა:

„მინდა ჩემი სიტყვა დავიწყო მაცხოვრის სიტყვებით, რადგან თავად უფალი არის გზა, იესო ქრისტემ 21 საუკუნის წინ თქვა: მე ვარ გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება. მე არ ვფიქრობ, რომ მღვდლობა არის ჩემი გზა, ჩემი გზა არის იესო ქრისტე და ამ გზაზე მღვდლობა აღმოჩნდა ჩემი პირადი მოწოდება. 

ადამიანი მოწოდებაში თავისუფალია, ღმერთი თავისუფლებას ანიჭებს პიროვნებას და პიროვნება ირჩევს დათანხმდეს თუ არა ღვთის მოწოდებას. მე დავთანხმდი ღვთის მოწოდებას. არჩევანის თავისუფლება პიროვნების ღირებულებაა, აქედან გამომდინარე, მე ამ გზაზე აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემი მოწოდებაა. 

ეს იყო ჩემი არჩევანი, სინერგიული კავშირი ღმერთსა და ჩემს შორის და გადავწყვიტე, გავყოლოდი ამ გზას, დავმდგარიყავი ამ გზაზე, რომელიც თავად ქრისტეა და ამ გზაზე შევიმოსე მღვდლობის საიდუმლო“, - ამბობს მამა ირინეოსი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სილამაზეც გენეტიკაა, მართლაც შეუდარებელი დედა-შვილი“ - ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი ფოტოგრაფის ობიექტივში

„ყურადღება მიაქციეთ წყლის ბალანსს ორგანიზმში, თირკმელებს და ემოციურ ფონს“ - 13 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი

„ბედნიერი დასვენება, საუკეთესოები ხართ“ - გიორგი ძოწენიძე ოჯახთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობს