მსახიობი და მომღერალი თაკო აბაშიძე დედ-მამაზე, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვთ, ოჯახის წევრებთან, ძმასა და რძალთან ერთად ზრუნავს. როგორც იგი ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს მათ ვერასდროს ჩააბარებს მოხუცებულთა თავშესაფარში.
„ერთ დღეს რომ ადგა დედა, ვერაფრით მიხვდა, როგორ უნდა დაედგა ფეხი. ეს ამ დაავადებას ახასიათებს. იმ მომენტში არც ვიცოდი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა გამოვსულიყავით ამ სიტუაციიდან. ეს ერთი-ორი დღე გაგრძელდა და გაიარა. ახლა უჭირს სიარული, მაგრამ ისევ დადის. მე კი ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ სახლში მისულს ისინი ისევ მხვდებიან….“, - ჰყვება მსახიობი.
თაკო აბაშიძის თქმით, ის არ ჰკიცხავს მათ, ვინც მშობლები მოხუცებულთა თავშესაფარში მიიყვანა.
„არ ვკიცხავ, ვინც ეს ვერ შეძლო, ეს არ არის ჩემი საქმე, ზოგჯერ ადამიანები იბნევიან, ხან სწორადაც ვერ იქცევიან, მაგრამ ამის გამო მათზე ცუდად ლაპარაკი არ შეიძლება. ჩემთვის მიუღებელია და მორჩა!.. არ ვიცი, ვის ოჯახში რა ხდება და არავის განვიკითხავ, დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ და ეს ჩემი არჩევანია!..“, - ამბობს მსახიობი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „საქართველომ თავისი ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა“ - ბაბი კირკიტაძე
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით