24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა.
მომხდარს სოციალურ ქსელში სტამბოლის ერთ-ერთი კლინიკის გენერალური მენეჯერი თეო ელიაძე ეხმაურება ემოციურ ტექსტს აქვეყნებს:
„ანრი, ომარ და მაგდალენა, მთელი გულით ვწუხვარ და ძალიან მტკივა რუსუდანის გარდაცვალება.
სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტკივილი, რაც ასეთ ღირსეულ ადამიანთან განშორებას ახლავს. ის იყო ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით დაამშვენა ქართული კულტურა, არამედ ქვეყანას აღუზარდა სამი ნიჭიერი და ღირსეული მომღერალი, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარი. ამ მძიმე წუთებში გულით ვიზიარებ თქვენს ტკივილს.
იცოდეთ, რომ მისმა ნათელმა კვალმა მრავალი ადამიანის ცხოვრება გაალამაზა და არასდროს დაიკარგება.
მშვიდობით, რუსო,“ - წერს თეო ელიაძე.