Digest Logo

„არანაირი დახმარება არ გამიწევია, მაიძულეს საკუთარ თავზე ამეღო“ - სკანდალური ჩვენება მეგი ბაქრაძის საქმეზე

1651854767
მეგი ბაქრაძე

ბრალდებული ექიმის სკანდალური ჩვენება გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე. ვიოლეტა ინასარიძემ დუმილი ახალციხის სასამართლოში დაარღვია და თქვა, რომ ცრუ ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციის დავალებით გაავრცელა. ირკვევა, რომ ყველა სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდა ექთნის საქმეში დევს გაყალბებულია. ინასარიძე კლინიკის დირექციას ადანაშაულებს.

„არ ვიყავი ადგილზე და როგორ გავუწევდი. უბრალოდ დავიბრალე“, - აცხადებს კლინიკა „იმედის" ყოფილი თანამშრომელი, ვიოლეტა ინასარიძე.

მან თქვა, რომ კლინიკაში მას აიძულეს, რომ აღნიშნული ფაქტები დაეჯერებინა, აეღო თავის თავზე.

„დაჰპირდნენ, რომ დამალავდნენ ამ ამბავს. გამოძიებისთვის წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტები რეალურად არის ყალბი. ეს გუშინწინ ვიოლეტა იანსარიძემ სასამართლოზე დაადასტურა.მასში ასახული დროები და სამედიცინო დახმარება ასევე არის მცდარად ასახული", - ამბობს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი. 

კლინიკის დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე ბრალდებებს უარყოფს. 

„თუ სამსახურში არ იყო, ისტორია როგორ დაწერა? ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ",  - ამბობს ბარძიმაძე.

27 წლის მედდა ახალციხის "იმედის" კლინიკაში  "ასტრაზენეკას" ვაქცინით 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე 19 მარტს თბილისში გადმოიყვანეს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

საქმეზე პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 დაშორდნენ თუ არა სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე ბაბეტას გამო?

🔵„გაიაზრეთ, რა ხდება უკრაინაში და ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს“ - ელისაბედ ბადაშვილის სტატუსი, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია

🎥 „აუ ეხლა გაა@ვი აქედან, თორე მოგი@@ავ ყველაფერს… აქ ქათმების საბაზრო არაა“ - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

წყარო: tvpirveli.ge