ბლოგერი და მოლაშქრე - ნანა აროშიძე საზოგადოებამ „ტიკტოკ“ პლატფორმიდან გაიცნო, სადაც საინტერესო ვიდეოებს აქვეყნებდა. დაოჯახების შემდეგ იგი მეუღლესთან - ილო ლობჯანიძესთან ერთად რაჭაში, სოფელ ღებში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე კვირის წინ წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც დავითი დაარქვეს.
ამჯერად ახალბედა დედა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად უთბილეს კადრებს აქვეყნებს და დედობის ემოციებზე წერს:
„სანამ მე თვითონ არ გავხდი დედა, სრულად არასდროს მესმოდა, ეს რამხელა შრომაა და რამდენს ნიშნავს დედისთვის თანადგომა, მით უმეტეს, ჩემსავით ახალბედასთვის. ჩემი დაქალი კი გახდა დედა ჩემზე ადრე და ხან ვითომ რაღაცებში ვეხმარებოდი, მაგრამ არა, არ ყოფილა საკმარისი. მეტი უნდა გამეკეთებინა.
რაც ყველაზე ადვილად მავიწყდება, ეგაა ის ყველა საქმე და ყველა დაღლილობა, რაც ახლა ყოველდღე მიწევს. არასდროს მახსოვს, წინა ღამით რამდენჯერ გავიღვიძე, იტირა თუ არა დათიმ, საღამოს რომელზე ჩაიძინა. მე რამდენი ხანი მეძინა.. ალბათ, კიდევ რომ მოგვინდეს შვილები, მაგიტომ გვავიწყებს-მეთქი ღმერთი სირთულეებს ასე მარტივად და მხოლოდ კარგს გვამახსოვრებს.
სამაგიეროდ, ძალიან კარგად მახსოვს, ვინ როდის რით დამეხმარა, ჩემი საზრუნავი ვინც საკუთარ თავზე 5-10 წუთით მაინც აიღო, ეგეთი ადამიანები არ დამავიწყდება არასდროს, ყველა ასე ვართ, მგონი. თათიაც მეუბნებოდა, მახსოვს, შენ რომ მოდიოდი ხოლმე და ჭურჭელს გვირეცხავდი აი, ხომ ვამბობდი დღეს, ჭურჭლის რეცხვა ჩემი საყვარელი საქმეა-თქო, ყველგან მე მინდა ვრეცხო“, - წერს ნანა აროშიძე.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„არავითარი განსაკუთრებული პარამეტრები და ფილტრები...“ - გვანცა დარასელია ახალ ფოტოს აქვეყნებს
🎥 „ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე გავიფორმეთ“ - „ლივერპულის“ მწვრთნელი მამარდაშვილზე