Digest Logo

„არასდროს ვწერ დიდ პოსტებს, მაგრამ მინდოდა ეს საინტერესო სიახლე თქვენთვისაც გამეზიარებინა“ - ნინო გოგიჩაიშვილი

1708492653
ნინი გოგიჩაიშვილი

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წარმატებული კარიერის შესახებ წერს.

„არასდროს ვწერ დიდ პოსტებს, მაგრამ მინდოდა ეს საინტერესო სიახლე თქვენთვისაც გამეზიარებინა,  
ტრადიციულად Fashion TV -სთან ერთად გადავიღეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი „Untold" , რომელიც პირველად ჩატარდა არაბულ ქვეყანაში.

ეს ფესტივალი მიმდინარეობდა ექსპო სითიში და 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად 70 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი კი Virgin Radio იყო.
ბევრი სირთულის მიუხედავად, ექსკლუზიური ინტერვიუ მოვიპოვეთ მუსიკალურ ინდუსტრიაში ისეთ დიდ ვარსკვლავებთან როგორიცაა: G-Easy , John Newmann, Timmy Trumpet , Luciano, Philip Staub, Nicole Moudaber,Hamza და Badshah და ფესტივალის თანა-დამფუძნებელ და Ceo Bogdan Buta-სთან.

მასალა, როდესაც დამონტაჟდება გავა Fashion Tv ის ეთერში რაც იმას ნიშნავს, რომ 10 მილიონზე მეტ ადამიანს ექნება ამ მასალის ნახვის საშუალება. რადგან Fashion Tv არის არის მეოთხე ყველაზე გავრცელებული არხი მსოფლიოში 250 საკაბელო თანამგზავრით“, - წერს ნინი გოგიჩაიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მე და ჩემი პატარა კაცი ხარება“ - ლევან გორგაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ

🎥 „მადლობა რომ ხარ და რომ, ჩემი შვილი გქვია“ - ნატო გელაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს