Digest Logo

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ

1708244720
მერაბ დვალიშვილი

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე აღმოჩნდა. UFC-ის ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს.

ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მიიღო, მერაბმა კი სეხუდოს სძლია და სატიტულო ბრძოლისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იქნება.

თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარი მიიღო, საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის კი 50 000 დოლარიც დაემატა.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან სეხუდოს დამარცხებისთვის 210 000 დოლარი მიიღო.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ქართველი მებრძოლები, სიამაყე და აღიარება პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის“ - რაზე ოცნებობს მერაბ დვალიშვილი, ემოციური ინტერვიუ ბიჭთან, რომელმაც ერს შესანიშნავი დღე გვაჩუქა

⭕„მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია, დღეს ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა…“- როგორ მიულოცა ცუკერბერგმა ქართველს გამარჯვება, რომელიც ჩხუბს ესწრებოდა?

⭕როგორ შეხვდა ილია თოფურიას დედა შვილის გამარჯვებას - „ხმამაღლა ვტირი ხმით!“

წყარო: sportall.ge