Digest Logo

„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ, არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ“- რას ჰყვება სოფო ნიჟარაძე

1703611870
სოფო ნიჟარაძე

„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ“ – ამის შესახებ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ „მთავარ“ არხთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

როგორც მომღერალი ამბობს, ბოლო წლებია არც ერთ ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს. მისი თქმით, შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდებოდა.

„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ. ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის კონკრეტულად ვინმეს ჯიბისგან ამოღებული ფული, ეს არის ქვეყნის ფული. ქვეყანას მრავალფეროვანი მსმენელი ჰყავს და ვთვლი, რომ საახალწლო ღონისძიება, რომელზედაც მოდის უამრავი მაყურებელი, მოდიან არტისტების სანახავად. ეს არის ხალხთან მოსიყვარულების დიდი შანსი. შემოთავაზების შემთხვევაში დავთანხმდებოდი“, – ამბობს სოფო ნიჟარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სიყვარულის ოცი წელი“- მაკა კვიციანი მეუღლეს ქორწინების იუბილეს ულოცავს

🎥 „თუ მეტირება ვტირი, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ბუნებრივია“-რას ჰყვება თიკა ფაცაცია

🎥 ქუთაისში პიტბული სკოლის მოსწავლეს თავს დაესხა

🎥 „ტვინი მოტ*** რა, რაღა მე მომადგებით, აღარ ვარ კეთილი“- რამ გაანაწყენა ია ფარულავა