ეროვნული ბიბლიოთეკის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას, მისი მეგობარი, მსახიობი ანა სანაია სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ეხმაურება და მასთან ერთად განხორციელებულ პროექტებზე წერს.
მისი თქმით, კეკელიძემ საქართველოში წიგნის კითხვა „მოდური“ გახადა.
„აღდგენილი იდიშური თეატრი•Yiddish Theatre
13 მარტი და გიორგი კეკელიძე.
ვერასდროს ვიფიქრებდით ვერც მე და ვერც გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze, რომ ოდესღაც ოზურგეთის თეატრში - სადაც წვიმდა პირდაპირ სცენაზე - ერთმანეთს გავიცნიბდით ბრეხტიანულად და მერე, წლების მერე, სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სწორედ მისი დახმარებით და ხელშეწყობით - აღდგებოდა იდიშური დასი.
არც ერთი წამი არ დამავიწყდება. ბედნიერების და აღფრთოვანების.
ჩემი გულის მეგობარია. ჩემი აზრების და იდეების მეგობარი და იდიშური კულტურის მეგობარი.
არავის არ უყვარს წიგნი ასე.
არავის გაუხდია წიგნის კითხვა ასეთი ტრენდული! ყველგან გახსნა ბიბლიოთეკა, ჩიტის ბუდეშიც კი.
არ ვიცი, რა ძალა ამოძრავებდა, მაგრამ იშვიათი ნიჭის პატრონია და ძალიან, ძალიან კარგი მეგობარი.
ჰო, საერთო ფოტო არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საერთო ჩათი (რომელშიც ცოდვა-ბრალი ტრიალებს) და გვაქვს საერთო საქმის ფოტოები.
უნიკალური და საყვარელი“,- წერს ანა სანაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ერთ საღამოს კახა ბენდუქიძემ მომწერა - „ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ“ - რას იხსენებს გიორგი კეკელიძე
🔵 „ქარბუქი, თოვლი...“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ
🔵 17 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - შეამოწმეთ თქვენი ქუჩა