მუსიკოს ქეთათო პოპიაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნა, წლებია ურთიერთობაშია კაცთან, თუმცა სახელის დარქმევის სურვილი არ ჰქონია.
„წლებია მაქვს გარკვეული ურთიერთობა. სახელის დარქმევა მეგობარი თუ თანამგზავრი არ ვიცი, ხან ვშორდებით ერთმანეთს, ხან ვრიგდებით. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ უერთმანეთოდ ვერ ვართ. არაფრის სტატუსს არ ვინარჩუნებ, როგორც თავიდან არ წავსულვარ და ხელი არ მომიწერია ირაკლისთან, ასეა ახლაც.
ირაკლიზე მე სიყვარულით ვლაპარაკობ რა, ბევრი ადამიანი საუბრობს სიყვარულით.
ჰო და მე ვაფასებ ადამიანს, რომელიც ამ უამრავ ნიუანსს იღებს, ეს ჩემთვის უკვე ძალიან დასაფასებელია და ის თავისთავად უკვე არის გამორჩეული ყველა სხვა ადამიანისგან ჩემთვის“, - ამბობს ქეთათო პოპიაშვილი.
ცნობისთვის, ქეთათო პოპიაშვილი მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ქვრივია. წყვილს ერთი ქალიშვილი, ნანა ჩარკვიანი შეეძინა, იგი პატარა იყო, როდესაც ირაკლი გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დამიწყევლიხარ კაცთა უსასტიკესი წყევლით, საწყალობელ იქმენ უბადრუკო“ - ვის წყევლის დათო ლიკლიკაძე?