საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ისტორიული შანსი. კონტინენტის პირველობისთვის ჯვაროსნები პირველად, მეტოქე პორტუგალიელები კი მეცხრედ იბრძოლებენ. დღეს პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშია.
საქართველოს ნაკრები ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდს შეხვდება, თუმცა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც არსებობს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მატჩის დაწყებამდე ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძემ აღნიშნულ თამაშთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთ წევრს, კრიშტიანუ რონალდუს წყევლის.
„საწყალობელ იქმენ უბადრუკო კრისტიანო რონალდო!
დამიწყევლიხარ კაცთა უსასტიკესი წყევლით და პირველივე წუთიდან გისურვებ პორტუგალიის კარში ბურთს!
ვის ეჩემები? ვის ეშინია შენი?“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კინაღამ დარჩა შოუბიზნესი გაღიმებული“ - მამულიჩა სახალისო კადრებს აქვეყნებს