რამდენიმე დღეა, სოციალური ქსელის მომხმარებლებს მათივე ფეისბუკმეგობრები ვიდეოებს და ტექსტებს უგზავნიან. როგორც ირკვევა აღნიშნული მესიჯი ვირუსის შემცველია და მისი გახსნა საფრთხეს უქმნის როგორც კომპიუტერს, ასევე ტელეფონს.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე სოციალური ქსელების მომხმარებლებს სწორედ ამ ახალ ვირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს.
„ასეთი მესიჯი მოდის „მესინჯერში“ და ცდუნება დიდია, ზოგს რა გაახსენდება და ზოგს რა, ყველას აინტერესებს რა ვიდეოა მასზე, მაგრამ ნუ გახსნით. ვირუსია - „მესინჯერს“ დაგიბლოკავთ, პასვორდს მოგპარავთ და თქვენი ანგარიშიდან დაიწყებს დაგზავნას. რასაკვირველია, კომპიუტერში, ტელეფონში რაც გაქვთ, იმასაც ნახავს და შეიძლება მართლაც გახდეთ ვიდეოგმირი“, - წერს გოცირიძე.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ირინკა კავსაძე შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს - ვინ არის მისი რჩეული