მსახიობი და რეჟისორი რატი წითელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ Yandex Go Georgia-ს მძღოლმა ქარბუქში და სიცივეში მომსახურებაზე უარი ძაღლის გამო თქვა.
„უზომოდ იმედგაცრუებულები ვართ!!!
დღეს, ჩვენს 2 თვის პატარასთან ერთად ვიყავით სატელევიზიო გადაცემაზე, რომლის შემდეგაც გამოვიძახეთ ტაქსი, როცა მძღოლმა დაგვინახა ცუგასთან ერთად გვითხრა, რომ არ ჩაგვსამდა!!! ვკითხე, ასეთ ქარბუქში და სიცივეში, პატარასთან ერთად როგორ გვტოვებ-თქო??? მითხრა რომ არ აინტერესებდა და წავიდა!
რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ეს ფაქტი, ეს არ არის პირველი შემთხვევა... როცა Olga Slusareva ფეხმძიმედ იყო, ის Yandex Go Georgia მძღოლმა წვიმაში არ წაიყვანა, იმის მიუხედავად რომ ოლიამ აუხსნა მას, რომ ლეკვი ჰიპოალერგიულია და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ის არა ალერგიულია!
მე ვამაყობ ქართულ სტუმარ-მასპინძლობით, და ბედნიერი ვარ რომ ჩვენი პატარა ამ ღირებულებზე გაიზრდება და გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ასეთი დამპალი ვაშლები, არ შელახავენ ჩვენს საყვარელ სამშობლოს!
პ.ს.
იმათთვის ვინც თვლის რომ 2 თვის ახალ შობილის გარეთ დატოვება სიცივეში და ქარბუქში, და ფეხძიმე ქალის დატოვება წვიმაში არის რამენაირად გამართლებული:
მე მხოლოდ შემიძლია ჩემი რწმენიდან გამომდინარე ვილაპარაკო! ჩემმა მშობლებმა ისე აღმზარდეს, რომ არანაირი, მანქანა, წესი, კანონი თუ ფული არ დგას იმაზე მაღლა, რასაც ადამიანობა ჰქვია!!!
ჩემი რწმენა, და ვიმედოვნებ რომ ასევე ჩემი პატარას რწმენა არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ნივთი ან ფული დააყენოს ფეხძიმე ქალზე, ახალშობილზე და ადამიანზე წინ!!!
1. პირველ რიგში, აუხსენით რომ, ლეკვი ჰიპოალერგიულია და ის არა ალერგიულია! და ასევე ჩვენ ცუგა ყოველთვის ხელში გვყავს, ჩახუტებული!
2. ამ აპლიკაციას არ აქვს (ჩვენ არ ვიცით) ფუნქცია სადაც შეიძლება ცუგას მითითება. როგორც გავიგეთ სხვა აპლიკაციებს გააჩნიათ. და ასევე თანხის დამატებაზე არ იყო საუბარი რადგან, 3 თუ 5 ლარი თუ რაც კი გაგვაჩნია მიღირდეს პატარას სიცივეში და ქარბუქში ყოფნაზე! მას უბრალოდ არ სურდა და სრულიად არ აღელვებდა პატარა ჩვილის ბედი!
ხაზს ვუსვამ, რომ ეს პოსტი არ არის მძღოლებზე, არამედ ადამიანებზე და ადამიანობაზე, რადგან ბევრმა ადამიანობა დაკარგა და თავად იქცნენ მანქანებად! წერტილი!!!“, - წერს რატი წითელაძე.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„როგორც იქნა“ - ხვიჩა კვარაცხელიამ შეყვარებულთან ერთად
🔵 🎥 სალომე ჭაჭუას მდიდრული სახლი - ღრმად ამოისუნთქეთ, ვიდრე ვიდეოს ნახავთ