Digest Logo

აშშ-ის საელჩოს განცხადება - მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია

1664608994
მწვანე ბარათი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, მწვანე ბარათის გათამაშებაზე რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია! ამ პოსტში გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას:

რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია იყო და არის უფასო.

რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov

თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.

რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: ge.usembassy.gov/ka/visas

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⏺„მორჩა, შენი პარპაში... კუდის მაღალჩინოსანი მიანონსებდა ჩემს არც თუ სახარბიელო მომავალს“ - ლალი მოროშკინა

„კარგი დღეა უცხოელებთან საკონტაქტოდ, კაპიტალდაბანდებისათვის, ფილტვების, ხელებისა და მხრების სამკურნალოდ“ - მიხეილ ცაგარელი