Digest Logo

🎥 „იწვევს უბედურებას, ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურსაც...“ - რა აყალიბებს ბავშვში ტრავმებს, ლევან რამიშვილის განმარტება

1793363270
 ლევან რამიშვილი

ლევან რამიშვილი არის პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, მწერალი, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი და ჰოლოტროპული სუნთქვის თერაპევტი. იგი აქტიურად მოღვაწეობს როგორც საგანმანათლებლო, ისე თერაპიულ სფეროში. 

იგი არის პრაქტიკული სახელმძღვანელოს „თავისუფალი ბავშვი – თავისუფალი ადამიანი“ ავტორი, რომელიც მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვებთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

მისი ხედვით, ბავშვის შინაგან სამყაროსა და თავისუფლებას განსაკუთრებული პატივისცემა სჭირდება:

„თუ მე სწორ პასუხს არ ვიპოვი, ჩემი ბავშვი ფსიქიკურად ვერ იქნება ჯანმრთელი. 

ზუსტად ფსიქიკური დაავადებებია ის შედეგი, რაც მოჰყვება იმ არასწორ ურთიერთობას ბავშვთან. ბავშვი სუპერ, ჰიპერ, მეგა მგრძნობიარე არსებაა, ნებისმიერი არასწორი მოპყრობა მისადმი იწვევს ძალიან ღრმა ტრავმებს და ეს ტრავმები შემდეგ მთელი ცხოვრება მუშაობს და ადამიანს ამყოფებს უბედურებაში, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების მდგომარეობაში, დეპრესიაში და ა.შ. იწვევს უბედურებას, ნებისმიერს, ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურსაც“, - ამბობს ლევან რამიშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წუწუნი, კრიტიკა და სხვების განსჯა ფიზიკურად ცვლის თქვენს ტვინს“ - მარიამ აფრასიძე ნეირომეცნიერების კვლევებზე

⭕ჩვევა, რომელიც სახლის დასუფთავებისას ბევრ ადამიანს აქვს, სინამდვილეში ამცირებს მის ეფექტურობას!

🎥 „ფული და წარმატება მოდის იმ ადამიანებთან, ვინც ცხოვრებით ხარობს! არ ლაპარაკობენ პრობლემებზე, არ წუწუნებენ“ - ნინი ქარჩავა

✕